ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა
06 თებერვალი 2019
 

გენდერული თანასწორობის საბჭომ დღეს 2019 წლის პირველი შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი თემა საბჭოს 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა იყო, რომელიც საკრებულომ 31 იანვარს მორიგ სხდომაზე დაამტკიცა.

საბჭოს წევრებმა, სხდომაზე დამტკიცებული პროექტის მიხედვით არსებულ სამოქმედო გეგმაზე და გენდერულ ბიუჯეტირებაზე ისაუბრეს, ასევე შეაჯამეს მუნიციპალური გენედრული საბჭოს 2018 წლის მუშაობის ანგარიშიც, საბჭოს თავმჯდომარის ნატალია ზოიძის თქმით, საბჭო წლიურ ანგარიშს საზოგადოებას თებერვლის ბოლოს წარუდგენს.
დღესვე სხდომაზე, ბოლო პერიოდში, ბავშვებზე და მოზარდებზე გახშირებული ძალადობის ფაქტები დაგმეს და მის გამომწვევ მიზეზებზე, ასევე კომპეტენციის ფარგლებში ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
შეხვედრის ბოლოს, საბჭოს წევრებისთვის დაიგეგმა ტრეინინგი „გენდერული მეინსტრიმინგი“ ასევე, გაიწერა ღონისძიებების გეგმა, რომელიც მიმდინარე წლის 2-9 მარტის ჩათვლით გენდერული თანასწორობის კვირეულის ფარგლებში გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2036
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები