ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს 2019 წლის პირველი სხდომა
31 იანვარი 2019
 

ბათუმის საკრებულომ 2019 წლის პირველი სხდომა გამართა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული თორმეტი საკითხი განიხილეს.

სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. საკრებულოს წევრებმა პატივი მიაგეს ოთხ იანვარს, ბათუმში, ძლიერი ქარის დროს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული კოლეგის, იოსებ შერვაშიძის ხსოვნას.
სხდომა დღის წესრიგის მიხედვით გაგრძელდა, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემა 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებები იყო. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ბათუმის მიმდინარე წლის ბიუჯეტის გადასახდელები 7,675,5 ათასი ლარით გაიზარდა, ნამატი თანხა კი გარდამავალი და ახალი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების დაფინანსებას მოხმარდება. პროექტის მიხდვით, განსახორციელებელი ინფრასტუქტურული პროექტები ითვალისწინებს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და კაპიტალურ მშენებლობას, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, საბავშვო ბაღების მშენებლობასა და კაპიტალურ რეაბილიტაციას, ლერმონტოვის ქ. N96-ის მიმდებარედ საბავშვო ბაღის მშენებლობას და ახალი ზოოპარკის მშენებლობისთვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებელ მიწის ნაკვეთებზე საკომპენსაციო თანხების გაცემას.
საკრებულოს წევრებმა დღესვე, იმსჯელეს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის საკითხზე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით განსაკარგი ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრის თაობაზე და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმაში შესატან ცვლილებებზე.
დღევანდელი გადაწყვეტილებით, ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც ითვალისწინებს რუსთაველის ქუჩის გაგრძელებაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე შეჩერებული მშენებლობის ახალი საპროექტო წინადადებით განვითარებას.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა წარუდგინა დღესვე კოლეგებს საბჭოს თავმჯდომარემ ნატალია ზოიძემ, რომლის მიღების მიზანიც გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელება და გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერებაა. საკრებულოს წევრებმა წარმოდგენილ პროექტს ერთხმად დაუჭირეს მხარი.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2254
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები