ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა
29 იანვარი 2019
 

ბათუმის საკრებულოში ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხზე იმსჯელეს. 

კომისიის წევრებს ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ელდარ ნატარიძემ გააცნო. მისი ინფორმაციით, ბათუმის მიმდინარე წლის ბიუჯეტის გადასახდელები იზრდება 7,675,5 ათასი ლარით, ასევე, საბიუჯეტო ნაშთის გამოყენების ხარჯზე გათვალისწინებული იქნება გარდამავალი და ახალი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების დაფინანსება.
კომისიის წევრებმა, ასევე, განიხილეს 2019 წლისათვის განსახორციელებელი ინფრასტუქტურული პროექტების ჩამონათვალი, რომელიც ითვალისწინებს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და კაპიტალურ მშენებლობას, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, საბავშვო ბაღების მშენებლობასა და კაპიტალურ რეაბილიტაციას, ლერმონტოვის ქ. N96-ის მიმდებარედ საბავშვო ბაღის მშენებლობას, საკომპენსაციო თანხებით მოქალაქეთა უზრუნველყოფას და ახალი ზოოპარკის მშენებლობისთვის განსაზღვრული მიწის ნაკვეთების თვითნებურად დამკავებელი პირებისათვის საკომპენსაციო თანხების გაცემას.
კომისიის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს მორიგ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს. საკრებულოს მორიგი სხდომა, 31 იანვარს, 11 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1917
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები