ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საჯარო შეხვედრა - სოციალური მუშაობის კანონის შესახებ
29 იანვარი 2019
 

საკრებულოს თავმჯდომარე და წევრები დღეს ბათუმის სახელმწიფო უნივერისტეტში გამართულ საჯარო შეხვედრას დაესწრნენ.

შეხვედრა პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით გაიმართა.
სოციალური მუშაობის შესახებ საქართველოს კანონი და ოჯახში ძალადობის პრევენციისკენ მიმართული საკანონმდებლო ცვლილებები საზოგადოებას კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ და ბათუმის 69-ე ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან ბეჟანიძემ გააცნეს. მათ ასევე, ვრცლად ისაუბრეს 2018 წელს განხორციელებული რეფორმების, ამ რეფორმებით მიღებული სიკეთეებისა და სერვისების ხელმისაწვდომობის შესახებ.
საჯარო შეხვედრებს, რომლის მიზანიც მოსახლეობის ინფორმირებაა, კომიტეტი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მართავს. პროექტი ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)-ს და ბრიტანეთის მთავრობის UK Aid -ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1735
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები