ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
შპს „ბათუმის წყალის“ 2019 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია
25 იანვარი 2019
 

ბათუმის საკრებულოს ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზში დღეს შპს „ბათუმის წყალმა“ 2019 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა. 

მიმდინარე წელს დაგეგმილ საპროექტო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია საკრებულოს წევრებს „ბათუმის წყალის“ გენერალურმა დირექტორმა, მარიკა გვიანიძემ წარუდგინა.
გენერალური დირექტორის განცხადებით, 2019 წლის განმავლობაში „ბათუმის წყალის“ მთავარ მიზანს ახლად შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის შექმნა წარმოადგენს, რაც აღნიშნულ უბნებში უწყვეტი წყალმომარაგების მიწოდებას უზრუნველყოფს. პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, „ბათუმის წყალი“ 2019 წელს ბარცხანისა და თამარის დასახლებაში ახალი წყალარინების ქსელზე მოსახლეობის გადართვის სამუშაოების ჩატარებას გეგმავს, ასევე, დასრულდება მახინჯაურის წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობა, რაც „ბათუმის წყალს“ შესაძლებლობას მისცემს, მახინჯაურის, განთიადის და თამარის დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობისთვის შეიქმნას უწყვეტი 24 საათიანი წყალმომარაგება.
სამოქმედო გეგმის მიხედვით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: ხელვაჩაურის წყალმომარაგების ქსელის დასრულება; ახალი აბონენტების დაერთება კანალიზაციის ახალ ქსელზე; წყლის დანაკარგების შემცირება უბნების იზოლირების მეშვეობით; ჩაქვის სათავე ნაგებობაზე ჰიპოქლორიდის დანადგარის შეძენა; ავტოპარკის განახლება (ამორტიზებული სატუმბი ტრანსპორტის ჩამოწერა და ახლის შეძენა); წყალარინების ქსელში გოგირდწყალბადის ელიმინაცია სპეციალური ხსნარის დამატებით; მრიცხველების ინსპექტირების ორგანოს სრულად ამოქმედება; წყალარინების ლაბორატორიის აკრედიტაცია და სასმელი წყლის კვლევვის სპექტრის გაზრდა; ცხიმდამჭერის სტანდარტის დანერგვა.
სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და საკრებულოს წევრები, ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 85
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები