ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა
26 დეკემბერი 2018
 

ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა ბათუმის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. დღეს საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

კომისიის წევრებს ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა წარუდგინა, მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი 156,761,6 ლარს შეადგენს. პრიორიტეტულ მიმართულებებად კი კვლავ რჩება მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება.
კომისიამ დღესვე ქ.ბათუმის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების თაობაზე განკარგულების პროექტზე იმსჯელა და წარმოდგენილი საკითხების განხილვას საკრებულოს მორიგ სხდომაზე ერთხმად დაუჭირა მხარი

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1902
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები