ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ანგარიში
25 დეკემბერი 2018
 

საზოგადოებას ერთწლიანი საქმიანობის შესახებ ანგარიში დღეს საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრებმა წარუდგინეს.

შეხვედრაზე ფრაქციის თავმჯდომარემ ნატალია ზოიძემ და თავმჯდომარის მოადგილემ ბესარიონ გოგოტიშვილმა წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობა შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, როგორც შეხვედრაზე ითქვა საანგარიშო პერიოდში ჩატარდა ფრაქციის 17 სხდომა, რომლებზეც 47 საკითხი იყო განხილული.
2018 წელი ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ მოქალაქეებთან ურთიერთობისა და გამჭვირვალობის წელი იყო. მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციის დასამყარებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ფრაქციის წევრები მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად ყოველ ორშაბათს სამაჟორიტარო უბნებში ხვდებიან მოსახლეობას და მათ მიერ წამოჭრილ პრობლემებს ადგილზე ეცნობიან. ასევე, ფრაქციის ყველა მაჟორიტარ წევრს შერჩეული აქვს კვირის ერთი დღე, სამაჟორიტარო ოლქში ამომრჩევლებთან შეხვედრისთვის, რომლის შესახებ ინფორმაციაც წინასწარ ქვეყნდება.
მოსახლეობას საკანონმდებლო ორგანოში უშუალო კომუნიკაციის საშუალება საკრებულოს „ღია კარის“ სხდომებზეც ეძლევა, სადაც დასმულ საკითხებზე რეაგირება და გადაწყვეტილებები მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად ხორციელდება.
ფრაქცია, ასევე ზედამხედველობას უწევს მერიის აღმასრულებელი ორგანოს მუშაობას. 2018 წელს ფრაქციის ინიციტივით ადგილზე შემოწმდა საბავშვო ბაღები, უფასო სასადილოები, ასევე გაიმართა შეხვედრები სატრანსპორტო რეფორმასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
შეხვედრა კითხვა -პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები საკრებულოს წევრებისთვის გაეზიარებინათ და მათგან კონკრეტული საკითხების შესახებ ამომწურავი პასუხები მიეღოთ.
აღნიშნულ პროექტს, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ადგილობრივი თვითმმართველობის ფარგლებში ახორციელებს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1815
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები