ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმში სერვისების სააგენტოს ახალი სერვისცენტრი გაიხსნა
25 დეკემბერი 2018
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები დღეს ვაჟა-ფშაველასა და ბესიკის ქუჩების კვეთაში მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ახალი სერვისცენტრის გახსნას დაესწრნენ. 

ახალი ცენტრი მოქალაქეებს „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მოემსახურება, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეიდან მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული მომსახურებების მიღება ერთ სივრცეში იქნება შესაძლებელი.
სერვისცენტრების მიზანია მოსახლეობის მომსახურების პროცესში ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება და სწრაფი და ხელმისაწვდომი მომსახურების მიწოდება.
ხელშეკრულების ფარგლებში იგეგმება კიდევ ერთი სერვისცენტრის შენობის მშენებლობა ჭავჭავაძის, ზუბალაშვილისა და ლუკა ასათიანის ქუჩებს შორის მონაკვეთში.
სამომავლოდ ახალი სერვისცენტრების მშენებლობა ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში იგეგმება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2188
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები