ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
„ღია კარის“ სხდომაზე დასმულ საკითხთა ნაწილი დადებითად გადაწყდა
24 დეკემბერი 2018
 

ბათუმის საკრებულოში „ღია კარის“ სხდომა მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს გაიმართა. სხდომაზე მოქალაქეებმა, ძირითადად, ეზოების კეთილმოწყობაზე, ინფრასტრუქტურაზე, სამოქალაქო ტრანსპორტის პრობლემებზე, შშმ პირთა საჭიროებებზე, ბათუმის ურბანული განვითარების სტატეგიაზე, ახალგაზრდულ და კულტურულ პროგრამებსა და ქალაქის გამწვანების პოლიტიკაზე გაამახვილეს ყურადღება. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოდან მოწოდებული ინფორმაციით, მოქალაქეების მიერ „ღია კარის“ სხდომაზე დასმული პრობლემური საკითხებიდან ნაწილი დადებითად გადაწყდა, ნაწილის გათვალისწინება მოხდა 2019 წლის ბიუჯეტის დაგეგმარებისას, ნაწილზე კი - მიმდინარეობს შესწავლა. კერძოდ: ლერმონტოვის ქ. N107/გ-ში ტრენაჟორების შეკეთება და ეზოს კეთილმოწყობა დაიგეგმა 2019 წლისთვის, ხოლო საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგების მიზნით მიმდინარეობს საკითხის შესწავლა მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ. ზედაღელის დასახლებაში შესწავლილია მეწყერსაშიში მდგომარეობა, მომზადებულია პროექტი და მომავალ წელს დაიწყება ფერდსამაგრი სამუშაოები. ბაქოს ქ. N74-ის მიმდებარედ მოეწყობა სიჩქარის შემზღუდავი ბარიერი, ხოლო სტადიონის განათების სამუშაოები დაიწყება უახლოეს პერიოდში. ლადო ასათიანის და ვაჟა-ფშაველას კვეთაში არსებული საწარმოდან გამონაბოლქვის პრობლემის შესახებ დასმული საკითხი შესასწავლად გადაეგზავნა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს რეაგირებისთვის, ვინაიდან საკითხის მოგვარება სცილდება მუნიციპალიტეტის კომპეტენციას. ჯავახიშვილის ქ. N78-ში მიშენების შედეგად გადახრილი კორპუსის თაობაზე, უშუალოდ მერის და მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელების მიერ მოსახლეობას განემარტა გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე. მოსახლეობამ უნდა გაამზადოს ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც დაზუსტდება შემდგომში გასატარებელი ღონისძიებები. სვიშევსკის ქ. N230-ში ეზოში ასფალტის საფარის და გარე განათების მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უკვე მზადაა და სამუშაოები გათვალისწინებულია 2019 წლის ბიუჯეტში. ე.წ. ბნზ-ს დასახლებაში სარკინიზო გადასასვლელის მოწყობის თობაზე დასმული საკითხის მოგვარება ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება, ვინაიდან მერიის მიერ არაერთგზის შუამდგომლობის მიუხედავად, საქართველოს რკინიგზას ამ ეტაპზე არ განუხორციელებია სარკინიზო გადასასვლელის კაუჩუკის საფარით მოწყობის სამუშაოები. გაგარინის ქუჩის კეთილმოწყობის საკითხის მოგვარება მიმდინარეობს, უკვე გაიწმინდა ქუჩაზე არსებული სანიაღვრე არხი, მოიხრეშა ორბელიანის ქუჩაზე ფეხით გასასვლელი ბილიკი. ხოლო ლეონიძის ქუჩაზე გასასვლელი მონაკვეთის კეთილმოწყობა ამ ეტაპზე შეუძლებელია იქ მიმდინარე სპორტული კომპლექსის მშენებლობის გამო, მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით მოეწყო დროებითი ტროტუარი. დუმბაძის ქუჩაზე მოძრაობის შემზღუდავი ბარიერის აღდგენის საკითხის შესწავლის შედეგად გადაწყდა, ახალი ბარიერის დამონტაჟება, ვინაიდან ძველი აღდგენას არ ექვემდებარება. ვინაიდან დუმბაძის ქუჩა არ არის ამხანაგობის საკუთრება, სამუშაოების ჩატარება თანადაფინანსების პროგრამით ვერ ხორციელდება, ამიტომ ახალი ბარიერის დამონტაჟება გათვალისწინებული იქნა 2019 წლის ბიუჯეტში. მაზნიაშვილის ქ. N 10-ში დაზიანებული ხის შუშაბანდის აღდგენასთან დაკავშირებით, მოქალაქეს განემარტა, რომ სახლი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. ფრ. ხალვაშის ქ. N 328-ში ლიფტთან პანდუსის მოწყობის თაობაზე, მერიის შესაბამის სამსახურს უკვე მიეცა დავალება პროექტის მოსამზადებლად. ბესიკის ქ.N42-ში სახურავის შეკეთება და საწვიმარი მილების შეკეთება შეტანილია შესასრულებელ სამუშაოთა სიაში, მოთხოვნის შესაბამისად აღდგენილია ატრაქციონი. ჭავჭავაძის ქ. N3-ში მოსახლეობას განემარტა, რომ შლაგბაუმის მოწყობისთვის საჭიროა ამხანაგობის განცხადება. რაც შეეხება გარე განათების საკითხს, ბოძი უკვე დამონტაჟებულია. სამრეწველო უბანში არსებული პრობლემებისა და სკვერების, პარკების სიმცირის თაობაზე დასმული საკითხი აყვანილია კონტროლზე. სამრეწველო უბნის ადმინისტრაციასთან ერთად მიმდინარეობს სკვერების შესაძლო ადგილების შერჩევა, რომლის შემდეგაც დაიწყება პროექტირებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება. მეჯინისწყლის უბანში გარე განათების მოწყობა გახორციელდება 2019 წელს, ასევე, სანიაღვრე არხის საკითხი შეტანილია დასაპროექტებელ სამუშოთა სიაში, მიმდინარეობს ატარქციონის მოწყობის საკითხის დამატებით შესწავლა. სელიმ ხიმშიაშვილის ქ. N94-ში სადარბაზოს კარის დამონტაჟების, ლიფტების გარემონტების, ლიფტების სახურავის შეკეთების საკითხის გადაწყვეტა დაგეგმილია 2019 წელს ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში. ასევე დაგეგმილია ატრაქციონის დამონტაჟების საკითხიც. სხდომაზე დასმული ახალგაზრდული, კულტურული პროგრამების გათვალისწინება 2019 წლის ბიუჯეტში, ასახულია ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში. „ღია კარის“ სხდომა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ერთ-ერთი მექანიზმია. სხდომაზე საკრებულო პერიოდულად ისმენს მოქალაქეთა მოსაზრებებს მათთვის საჭირბოროტო საკითხებზე.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1814
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები