ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
წარმატებული ხელოვანების დაჯილდოება
23 დეკემბერი 2018
 

კულტურის დარგში წარმატებული ხელოვანების დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც დღეს სასტუმრო „ჰილტონში“ გაიმართა, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე და წევრები დაესწრნენ.

წარმატებული ხელოვანები მერის ბრძანებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა კონკურსის წესით შეარჩია. თერთმეტი წარმატებული ხელოვანი შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდა: „რჩეული ხელოვანი“, „წლის ხელოვანი“, „წლის დებიუტანტი“ და „დიდასკალოსი“. ამ ნომინაციებით კი ზაზა ხალვაში, ნოდარ შავაძე, ტიტე კომახიძე, მაია ცეცხლაძე, ნინო საკანდელიძე, მანუჩარ შერვაშიძე, ირაკლი კახიძე, როინ აბუსელიძე, ვახტანგ გორდაძე, ინგა ბოცვაძე და თემურ ბაკურიძე დაჯილდოვდნენ.
პროექტის, მიზანი იმ ხელოვანთა მხარდაჭერაა , რომლებმაც მნიშვნელოვან პროფესიულ წარმატებებს მიაღწიეს და პირადი წვლილი შეიტანეს ეროვნული კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციაში. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2028
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები