ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
პედაგოგთა რეგიონული კონფერენცია
21 დეკემბერი 2018
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე აჭარის პედაგოგთა მეხუთე რეგიონულ კონფერენციას დაესწრო. კონფერენციაში, რომელიც სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომებს ეხებოდა, აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან მოქმედი პედაგოგები მონაწილეობდნენ. კონფერენცია გახსნეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა,პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ, აჭარის განათლების ფონდის დირექტორმა ტარიელ ებრალიძემ და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ. 

კონფერენციის მიზანია პედაგოგების მიერ ერთმანეთისთვის საკუთარი გამოცდილებისა და ხედვის გაზიარება, აგრეთვე ინფორმაციის მიღება სწავლების პროცესში არსებული თანამედროვე გამოწვევების შესახებ. კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ვადის გაგრძელებას.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1847
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები