ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ფოტოკონკურსი - ,,ბიბლიოთეკა ჩემი სავანეა“
19 დეკემბერი 2018
 

საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე დღეს აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში გამართულ ფოტოკონკურსს - ,,ბიბლიოთეკა ჩემი სავანეა“ დაესწრო და გამარჯვებული ფოტოს ავტორი ელენე ლომაძე დააჯილდოვა.

ფოტოკონკურსი საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ინგა გოგიბერიძემ 2018 წელს დაარსა. კონკურსი სრულიად საქართველოს მასშტაბით იყო გამოცხადებული და მასში ბათუმის, გურჯაანის, ზუგდიდის, ხაშურისა და სხვა მუნიციპალიტეტების ბიბლიოთეკების წარმომადგენლები და მკითხველები მონაწილეობდნენ.
წლის განმავლობაში კონკურსის ფარგლებში შემოსული 78 ფოტოდან კომპეტენტურმა ჟიურიმ დღეს გამარჯვებულები გამოავლინა და საუკეთესო ფოტოების ავტორები დააჯილდოვა.

 

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2027
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები