ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებები
14 დეკემბერი 2018
 

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხზე იმსჯელეს. 

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა ბათუმის მიმდინარე წლის ბიუჯეტში. ბათუმის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ელდარ ნატარიძის განცხადებით, ძირითადად, ხორციელდება მიმდინარე წლის ბიუჯეტის შემოსულობების და ნაშთის ცვლილება, ასევე, გადასახდელების ცვლილება ცალკეული პროგრამების და ქვეპროგრამების მიხედვით, რაც ითვალისწინებს წარმოქმნილი ეკონომიების ხარჯზე, განათლების, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით თანხების ოპტიმალურ გადანაწილებას.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ დანარჩენ ორ საკითხსაც - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების და პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ და სახელმწიფო და თვითმმართველ ქალაქ ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თვითმმართველ ქ. ბათუმზე გადმოსაცემი საცხოვრებელი ბინების მიღება-ჩაბარებაზე უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის შესახებ.
საკრებულოს სხდომას ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, ბათუმის მერიის სამსახურების ხელმძღვანელები, საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სხდომას საკრებულოს თვმჯდომარე სულიკო თებიძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 368
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები