ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 27
თარიღი: 2018-03-16
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 108-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ. ბათუმში, ოლთისის ქ. №3ა-ში მდებარე 137,7 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 315,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 05.32.09.076);
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემა მოხდეს:
ა) პოზიტიური პირობით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 93-ე მუხლი) - უნდა მოხდეს უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემული უძრავი ქონების იქ მცხოვრები მოქალაქეებისათვის საკუთრების უფლებით გადაცემა.
ბ) გადადების პირობით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 96-ე მუხლი) - უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემულ უძრავ ქონებაზე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრების უფლება შეუწყდება, თუ არ მოხდება მისი იქ მცხოვრები მოქალაქეებისათვის საკუთრების უფლებით გადაცემა.
სხვა შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემულ უძრავ ქონებაზე უფლება უბრუნდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს, რომელიც დამოუკიდებლად წყვეტს მისი კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვის საკითხს.
3. ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (რ. ბოლქვაძე) უზრუნველყოს წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია და მისი მიღებისათვის საჭირო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების გატარება.
4. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე                სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები