ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 26
თარიღი: 2018-02-27
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა


ქალაქ ბათუმში, ზ. გამსახურდიას ქ. №11-ში 2013 წლის 21 სექტემბერს მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დამტკიცდეს ქალაქ ბათუმში, ზ. გამსახურდიას ქ. №11-ში 2013 წლის 21 სექტემბერს მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელი შემდეგი ღონისძიებები:
1.1. ხანძრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებლად უვარგისი წინამდებარე განკარგულების №1 დანართში მითითებული საცხოვრებელი ფართების ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, დაზარალებულ პირებს საკუთრებაში გადაეცეთ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (სამომავლო საკუთრების უფლებით რეგისტრირებული) ბინები, თანახმად დანართი №2-სა.
1.2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ფარგლებში წინამდებარე განკარგულების №3 დანართში მითითებულ დაზარალებულ პირებზე გაიცეს თანხები, მათთვის საკუთრებაში გადასაცემი ბინების გარემონტების მიზნით, ხოლო დაზარალებულ ლეილა ფუტკარაძეს, დამატებით მიეცეს 5,81 კვადრატული მეტრის საბაზრო ღირებულება, კომპენსაციის სახით.
2. ქალაქ ბათუმის მუნციპალიტეტის მერმა უზრუნველყოს შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება წინამდებარე განკარგულებაში მითითებულ დაზარალებულ პირებთან.
3. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. წინამდებარე განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე                   სულიკო თებიძე

 

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილები:

დანართი 1 

დანართი 2

დანართი 3

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები