2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №37
2018 წლის 11 აპრილი
ქალაქი ბათუმი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესები“-ს მე-4 მუხლის და მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1.
1. დამტკიცდეს:
ა) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესები, დანართი №1-ის შესაბამისად;
ბ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმა, დანართი №2-ის შესაბამისად;
გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმა, დანართი №3-ის შესაბამისად;
დ) პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა, დანართი №4-ის შესაბამისად;
ე) პირობებით გამოცხადებული აუქციონის ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა, დანართი №5-ის შესაბამისად;
ვ) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა, დანართი №6-ის შესაბამისად;
2. მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის და მოთხოვნებისა და უფლებების განკარგვისას, მისი თავისებურებების გათვალისწინებით, გამოიყენება თანდართული ფორმები. თანდართული ფორმების ტექსტი შესაძლებელია შეიც¬ვა¬ლოს მოქმედი კანონმდებლობისა და განსაკარგი ობიექტის თავისებურების გათვალისწინებით.
მუხლი 2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №23 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო, თარიღი: www.matsne.gov.ge, 03/11/2010წ., სარეგისტრაციო კოდი: 040110030.35.132.016006).
ბ) „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ თვით¬მმარ¬თ¬ვე¬ლი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 30 აპრილის №20 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო, თარიღი: www.matsne.gov.ge, 08/05/2013წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.132.016171).
გ) „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმების დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №16 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო, თარიღი: www.matsne.gov.ge, 10/09/2010წ., სარეგისტრაციო კოდი: 040110030.35.132.000670).
დ) „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის ქირის ოდენობის (სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა) განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №14 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო, თარიღი: www.matsne.gov.ge, 12/08/2010წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260050.35.132.000221).
ე) „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №24 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო, თარიღი: www.matsne.gov.ge, 03/11/2010წ., სარეგისტრაციო კოდი: 040090000.35.132.016007).
მუხლი 3.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე
იხილეთ მიმაგრებული ფაილები: