ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 24
თარიღი: 0000-00-00
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №24

2011 წლის 20 მაისი

ქალაქი ბათუმი



„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)

 დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 

30 ივნისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე  

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თვითმ¬მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს :

 

მუხლი 1. 

,,თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის -  ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივნისის №9 დადგენი¬ლებით (გაზეთი „ბათუმური ქრონიკები“ №113, 12.07.2010, გვ:2-10) დამტკიცებულ დებულებაში (რეგლამენტში) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დებულების (რეგლამენტის) მე-2 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 მუხლი 2.

1. საკრებულო, მისი ორგანოები და თანამდებობის პირები თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობენ და მათი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუცი¬ით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ევროპული ქარტიით, „ადგილობრივი თვითმ¬მართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ამ დებულებით (რეგლამენტით) (შემდგომში - რეგლამენტი) და სხვა  შესაბამისი ნორმატიული აქტებით.

2. რეგლამენტი განსაზღვრავს და აწესრიგებს საკრებულოს, მისი ორგანოებისა და თანამდებობის პირების მუშაობისა და უფლებამოსილების განხორციელების წესსა და პროცედურას, აგრეთვე საკრებულოს ურთიერთობას თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიასთან (შემდგომში - მერია). 

3. რეგლამენტი კანონმდებლობით დადგენილი წესით მტკიცდება საკრებულოს დადგენილებით. რეგლამენტით დადგენილი ნორმები სავალდებულოა შესასრულებლად საკრებულოს ყველა წევრისათვის, საკრებულოს აპარატისა და მერიის საჯარო მოსამსახურე¬ებისათვის. 

4. საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს საკრებულოს დადგენილება, განკარგულება, მიმართვა, განცხადება, წარდგინება, აგრეთვე მოისმინოს და ცნობად მიიღოს ინფორმაცია, შეიმუშაოს რეკომენ¬დაციები და საკანონმდებლო წინადადება. 

5. საკრებულოს უფლებამოსილება განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, წინამდებარე რეგლამენტით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით. 

6. საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის, საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების თავმჯდომარეების არჩევა და გადარჩევა;

ბ) საკრებულოს კომისიების და დროებითი სამუშაო ჯგუფების შექმნა და გაუქმება, მათი პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა;

გ) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

დ) საკრებულოს თავმჯდომარისათვის თანხმობის მიცემა მერის დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ;

ე) კონტროლი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსა და თანამდებობის პირების საქმიანობაზე, მათი ანგარიშების მოსმენა და შეფასება;

ვ) თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა და გაუქმება, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა;

ზ) საკრებულოს რეგლამენტის, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს აპარატის, აგრეთვე აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით მერიის, მერიის სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების დებულებათა დამტკიცება და მათში ცვლილების შეტანა;

თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა; 

ი) ქუჩების, მოედნების სახელდება და ნუმერაცია; „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელდება; 

კ) თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოების დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა კანონმდებლობის შესაბამისად;

ლ) თვითმმართველი ერთეულის საპატიო ჯილდოების და წოდებების შემოღებისა და მინიჭების წესის დადგენა;

მ)  კერძო სამართლის იურიდიული პირების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებათა მიღება, მათი წესდების დამტკიცება და ხელმძღვანელ პირთა დანიშვნა–განთავისუფლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება; 

ნ) აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის განხილვა, მასში ცვლილების შეტანა, ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება, ბიუჯეტში ცვლილების შეტანა; ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობისა და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა და შეფასება;

ო) აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება, გადასახადებისა და მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრა საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში;

პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობის ნებართვით, სესხის ან გრანტის აღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; 

ჟ) აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით ადგილობრივი (საკრებულოს, მერიის) შესყიდვების გეგმის დამტკიცება, მასში შესაბამისი ცვლილების  შეტანა; 

რ) თვითმმართველი ერთეულის განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების დამტკიცება;

ს) თვითმმართველი ერთეულის ორგანოების (საკრებულო, მერია) თანამშრომლების მიერ, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის იყენებენ სამსახურებრივ (შესაბა-მისად საკრებულოს ან მერიის ბალანსზე რიცხულ) ან პირად საკუთრებაში არსებულ (შესაბამისად საკრებულოს ან მერიის ბალანსზე არ რიცხულ) სატრანსპორტო საშუალებას, საავტომობილო საწვავით სარგებლობის პირობების განსაზღვრა და შესაბამის წესის დამტკიცება;

ტ) აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესების დადგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

უ) აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის პროექტის განხილვა და დამტკიცება; თვითმმართველი ერთეულის ქონების განკერძოების პროგრამების და ამ პროგრამების შესრულების ანგარიშის დამტკიცება;

ფ) აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენა; თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დადგენა;

ქ) აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით განათლების, კულტურის და სპორტის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;

ღ) აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, მუზეუმების, თეატრების, გამოფენების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების საქმიანობის ხელშემწყობ მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;

ყ) აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;

შ) გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დამტკიცება;

ჩ) „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენა და გარე რეკლამის გავრცელების გეგმის დამტკიცება;

ც) აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;

ძ) დასუფთავების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების, ნაგავსაყრელების მოწყობის და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა და ორგანიზების წესების დადგენა, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, კანალიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა; სასაფლაოების მოვლა-პატრონობის წესების დადგენა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად;

წ) აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების განსაზღვრა;

ჭ) აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცება; 

ხ) მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებისა და ადგილობრივი გადაზიდვების წესების, ტრანსპორტის მარშრუტებისა და გრაფიკების განსაზღვრა; ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის წესების დადგენა, ავტომანქანის პარკირების მარეგულირებელი ნორმების დადგენა;

ჯ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარება;

ჰ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილ სხვა უფლებამოსი¬ლებათა განხორციელება.

  7. საკრებულო ასევე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ისეთ საკითხებზე, რომელიც კანონის თანახმად არ განეკუთვნება ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილებას და არ არის აკრძალული თვითმმართველი ერთეულისათვის .“.

 

მუხლი 2. 

ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნების¬თანავე.

 

 

 

        საკრებულოს  თავმჯდომარე                                                                             გიორგი  კირთაძე 


 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები