2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №31
2018 წლის 16 მარტი
ქალაქი ბათუმი
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1.
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №29 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 01/09/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132. 016225) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ბაგრატიონის პირველი ადმინისტრაციული ერთეული;“
ბ) დადგენილების პირველ პუნქტს „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) ბაგრატიონის მეორე ადმინისტრაციული ერთეული;“
გ) დადგენილების მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ძველი ბათუმის ადმინისტრაციული ერთეული - 26 მაისისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთიდან ზუბალაშვილისა და 26 მაისის ქუჩების კვეთამდე კენტ მხარეს; ზუბალაშვილისა და 26 მაისის ქუჩების კვეთიდან ვაჟა-ფშაველასა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთამდე კენტ მხარეს; ზუბალაშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთიდან ნინოშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთამდე კენტ მხარეს; ნინოშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთიდან ზღვის სანაპირო ზოლის ჩათვლით გოგებაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთამდე; გოგებაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთიდან ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთამდე ჭავჭავაძის ქუჩის ლუწ მხარეს შორის არსებული ტერიტორია.
ბ) რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეული - ტბელ აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთიდან შ. ხიმშიაშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთამდე ჯავახიშვილის ქუჩის კენტ მხარეს; შ. ხიმშიაშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთიდან ზღვის სანაპირო ზოლის ჩათვლით ვაჟა-ფშაველასა და ნინოშვილის ქუჩების კვეთამდე; ნინოშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთიდან ზუბალაშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთამდე ლუწ მხარეს; ზუბალაშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთიდან ზუბალაშვილისა და 26 მაისის ქუჩების კვეთამდე ლუწ მხარეს; 26 მაისისა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთიდან ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთამდე ლუწ მხარეს; 26 მაისისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთიდან ტბელ აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთამდე ჭავჭავაძის ქუჩის ლუწ მხარეს და ტბელ აბუსერიძის ქუჩის კენტ მხარეს შორის არსებული ტერიტორია.
დ) ბაგრატიონის პირველი ადმინისტრაციული ერთეული - ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთიდან ბაქოსა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთამდე ჭავჭავაძის ქუჩის კენტ მხარეს; ბაქოსა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთიდან ბაქოსა და შავშეთის ქუჩების კვეთამდე ბაქოს ქუჩის ორივე მხარეს ზღვის სანაპირო ზოლის მხარეს; ბაქოსა და შავშეთის ქუჩების კვეთიდან შავშეთის, სერგი მესხისა და მამია ვარშანიძის ქუჩების კვეთამდე შავშეთის ქუჩის ლუწ მხარეს; შავშეთის, სერგი მესხისა და მამია ვარშანიძის ქუჩების კვეთიდან მამია ვარშანიძისა და სულაბერიძის ქუჩების კვეთამდე მამია ვარშანიძის ქუჩის ლუწ მხარეს; მამია ვარშანიძის და სულაბერიძის ქუჩების კვეთიდან სულაბე¬რიძისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთამდე სულაბერიძის ქუჩის კენტ მხარეს; სულაბერიძისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთიდან ბაგრატიონისა და 26 მაისის ქუჩების კვეთამდე ბაგრატიონის ქუჩის ლუწ მხარეს; ბაგრატიონისა და 26 მაისის ქუჩების კვეთიდან ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთამდე 26 მაისის ქუჩის კენტ მხარეს შორის არსებული ტერიტორია.“.
დ) დადგენილების მე-2 პუნქტს „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) ბაგრატიონის მეორე ადმინისტრაციული ერთეული - ტბელ აბუსერიძისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთიდან ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთამდე ტბელ აბუსერიძის ქუჩის ლუწ და ჭავჭავაძის ქუჩის კენტ მხარეს; ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთიდან 26 მაისისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთამდე ლუწ მხარეს; ბაგრატიონისა და 26 მაისის ქუჩების კვეთიდან ბაგრატიონისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთამდე ლუწ მხარეს; ბაგრატიონისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთიდან ტბელ აბუსერიძის და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთამდე გენ. ასლან აბაშიძის ქუჩის ლუწ მხარეს შორის არსებული ტერიტორია.“.
ე) დადგენილებას მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „21“ პუნქტი:
„21. დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების სქემატური რუკა, თანახმად დანართისა.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე
იხილეთ მიმაგრებული ფაილი: