ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 30
თარიღი: 2018-03-16
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №30
2018 წლის 16 მარტი
ქალაქი ბათუმი


„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1.
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის №4 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.mats-ne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 06/03/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.132. 016155) შეტანილ იქნას ცვლილება და დადგენილებას მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „41“ და „42“ პუნქტები:
„41. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე თბილისის მოედანი განისაზღვროს პარკომეტრით აღჭურვილ პარკირების საერთო ადგილად (დანართი №1) და დადგინდეს პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის საფასური დროის შემდეგი მონაკვეთების მიხედვით:
ა) 1 (ერთი) საათი - 1 (ერთი) ლარი;
ბ) ყოველი შემდეგი 1 (ერთი) საათი - 1 (ერთი) ლარი.
42. დადგენილების 41 პუნქტზე არ ვრცელდება ამავე დადგენილების მე-5 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.“.

მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე         სულიკო თებიძე

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილი:

დანართი 1

 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები