ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 29
თარიღი: 2018-03-16
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №29
2018 წლის 16 მარტი
ქალაქი ბათუმი


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღების და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1.
დამტკიცდეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღების და მინიჭების წესი“, დანართის შესაბამისად.

მუხლი 2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საპატიო წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №31 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო, თარიღი: www.matsne.gov.ge, 01/09/2014წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35. 132.016227).

მუხლი 3.
დადგენილება ძალაშია 2018 წლის 1 მაისიდან.

 


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე                      სულიკო თებიძე

 

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილი:

დანართი 1

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები