2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №7
2011 წლის 10 თებერვალი
ქალაქი ბათუმი
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცებისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის (ქალაქთმშენებლობითი) სხვა დოკუმენტაციის დამტკიცების წესის თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №4-1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართ¬ველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2008 წლის 08 ივლისის №1-1/1254 ბრძანებით დამტკიცებული „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დებულებები“-ს 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის, „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცებისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის (ქალაქთმშენებლობითი) სხვა დოკუმენტაციის დამტკიცების წესის თაობაზე“ თვითმ¬მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №4-1 დადგენილებაში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტის მოსამზადებლად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის №177 განკარგულების, „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცებისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის (ქალაქთმშენებლობითი) სხვა დოკუმენტაციის დამტკიცების წესის თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №4-1 დადგენილებაში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 14 იანვრის №2 განკარგულებისა და „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცებისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის (ქალაქთმშენებლობითი) სხვა დოკუმენტაციის დამტკიცების წესის თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №4-1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დადგე¬ნილების პროექტის მოსამზადებლად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 14 იანვრის №3 განკარგულების შესაბამისად, თვითმ-მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1. შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცებისა და სივრცით-ტერიტო-რიული დაგეგმვის (ქალაქთმშენებლობითი) სხვა დოკუმენტაციის დამტკიცების წესის თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №4-1 დადგენილებაში და:
1.1. თანდართული (გრაფიკული) სახით დამტკიცდეს:
ა) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ზონირების ნაწილის ზოგადი ზონირების ახალი რუკა (1.1);
ბ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საინჟინრო ნაწილის ძირითადი გზებისა და ქუჩების, მათ შორის საპროექტო გზებისა და ქუჩების ქსელის ახალი რუკა (1.9);
გ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თემატური ნაწილის ქალაქის გამწვანებული ტერიტორიების ახალი რუკა (2.11).
1.2. დადგენილებას მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21, 22, 23 და 24 პუნქტები:
„21. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ზოგად ფუნქციური ზონებისათვის, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ძირითადი პარამეტრები (მიწის ნაკვეთების განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი, მიწის ნაკვეთების განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი და მიწის ნაკვეთების გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი), ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დადგინდეს მათი (ძირითადი პარამეტრების) კონკრეტულ ფუნქციური ზონებისათვის დადგენით, კონკრეტულ ფუნქციური ზონების განსაზღვრის შემდეგ, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკით (განაშენიანების რეგულირების გეგმის ზონირების ნაწილი).“
„22 თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკაში ასახული კონკრეტულ ფუნქციური ზონებისათვის დადგენილი ძირითადი პარამეტრების (მიწის ნაკვეთების განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი, მიწის ნაკვეთების განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი და მიწის ნაკვეთების გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი) შეცვლა დასაშვებია მხოლოდ სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე, ხოლო ძირითადი პარამეტრების შეცვლის (შემცირება ან გაზრდა) ზღვრული მაჩვენებლები დადგინდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკით ან/და აღნიშნულ რუკაში ასახული ზონის ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობების ჩამონათვალით.“
„23. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკაში ასახული ზონის ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობების ჩამონათვალი, მათ შორის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობების ჩამონათვალი, განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკაში ასახული ზონის ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობების ჩამონათვალით.“
„24. დაევალოს ქ. ბათუმის მერიას, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის იმ ტერიტირიაზე, რომელზეც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საინჟინრო ნაწილის ძირითადი გზებისა და ქუჩების ქსელის რუკით გათვალისწინებულია ახალი საავტომობილო გზების მშენებლობა ან/და არსებული საავტომობილო გზების გაგრძელების ან/და გაფართოების მშენებლობა, მშენებლობის ნებართვის გაცემისას, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საინჟინრო ნაწილის ძირითადი გზებისა და ქუჩების ქსელის რუკის გათვალისწინებით თითოეული სამშენებლო მიწის ნაკვეთისათვის დაადგინოს განაშენიანების რეგულირების ხაზები (წითელი ხაზები) და განაშენიანების სავალდებულო ხაზები (ლურჯი ხაზები). განაშენიანების სავალდებულო ხაზები (ლურჯი ხაზები) არ შეიძლება დადგინდეს მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, რომელიც საჭიროა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საინჟინრო ნაწილის ძირითადი გზებისა და ქუჩების ქსელის რუკით გათვალისწინებული რომელიმე ახალი საავტომობილო გზის მშენებლობისათვის ან/და არსებული საავტომობილო გზის გაგრძელების ან/და გაფართოების მშენებლობისათვის.
2. წინამდებარე დადგენილება საჯაროდ გაცნობის მიზნით, მისი ძალაში შესვლის შემდეგ, საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით გამოქვეყნდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრე¬ბულოს ინტერნეტგვერდზე და გაზეთ „აჭარა“-ში.
3. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.
4. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე