ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 18
თარიღი: 2018-03-16
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №18
2018 წლის 16 მარტი
ქალაქი ბათუმი


„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1.
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №19 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 01/09/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132.016215) შეტანილ იქნას ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების:
ა) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მერია, როგორც დაწესებულება (ადმინისტრაციული ორგანო), შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან, რომლებიც ქმნიან მერიის ერთიან სისტემას. მერია საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულებით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქალაქო პოლიტიკის შემუშავებას, ქალაქის განვითარების სტრატეგიისა და პროგრამების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას და შესრულების ზედამხედველობას, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ერთად მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელებას.“.
ბ) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
გ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ვიცე-მერი და მოადგილეები მერის მიერ ფუნქციათა განაწილების შესაბამისად:
ა) ხელმძღვანელობენ მერის კომპეტენციას მიკუთვნებულ დარგებს;
ბ) ამზადებენ და მერს წარუდგენენ დასკვნებსა და რეკომენდაციებს შესაბამის დარგებში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ;
გ) სფეროების მიხედვით კოორდინაციას უწევენ მერიის სტრუქტურული ერთეულების, ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობას;
დ) შესაბამისი სფეროების მიხედვით ორგანიზაციას უწევენ და აკონტროლებენ ბათუმის მერის და საკრებულოს გადაწყვეტილებების შესრულებას;
ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ვ) ასრულებენ მერის ცალკეულ დავალებებს.“.
დ) მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მერიის სტრუქტურული ერთეულები იქმნება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული სოციალურ-ეკონომიკური დარგების მართვისა და მერიის საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით. მერიის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაცია;
ბ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
გ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახური;
დ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახური;
ე) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური;
ვ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური;
ზ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;
თ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;
ი) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახური.
2. სტრუქტურული ერთეულები უზრუნველყოფენ შესაბამის სფეროებში მუნიციპალური პოლიტიკის დაგეგმვას, მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, კოორდინაციას უწევენ შესაბამის სფეროებში მოქმედი მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულბების საქმიანობას, ახდენენ მერიის თანამდებობის პირებისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტურ, საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.“.
ე) მე-7 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.
ვ) მე-7 მუხლის მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
ზ) მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს.
თ) მე-9 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დადგენილება.“.
ი) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. მერიის ერთიან სისტემაში არსებული თანამდებობები
მერიის ერთიან სისტემაში შეიძლება არსებობდეს შემდეგი თანამდებობები:
ა) მერი;
ბ) ვიცე-მერი;
გ) მერის მოადგილე;
დ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის (ადმინისტრაცია, სამსახური) უფროსი;
ე) მეორადი სტრუქტურული ერთეულის (განყოფილება) უფროსი;
ვ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
ზ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
თ) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
ი) პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი;
კ) მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი;
ლ) მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი.“.

 

მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან.

 


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე                          თამაზ სალუქვაძე

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები