2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №12
2011 წლის 28 თებერვალი
ქალაქი ბათუმი
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივნისის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თვითმ¬მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1.
,,თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკი¬ცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივნისის №9 დადგენი¬ლებით (გაზეთი „ბათუმური ქრონიკები“ №113, 12.07.2010, გვ:2-10) დამტკიცებულ დებულებაში (რეგლამენტში) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების (რეგლამენტის) მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სხდომათა დარბაზის პრეზიდიუმში ადგილს იკავებს საკრებულოს თავმჯდომარე. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სხდომათა დარბაზში იკავებენ საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ადგილს.“.
ბ) დებულების (რეგლამენტის) მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საკრებულოს წევრი თავის საქმიანობას ახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ, ანაზღაურებადია მხოლოდ საკრებულოს შემდეგ თანამდებობის პირთა საქმიანობა:
ა) საკრებულოს თავმჯდომარე;
ბ) საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
გ) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;
დ) საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე;
ე) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე.“.
გ) დებულების (რეგლამენტის) მე-40 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საკრებულოს მუშაობის ორგანიზების მიზნით იქმნება საკრებულოს ბიურო (შემდგომში -ბიურო), რომლის შემადგენლობაში შედიან: საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგი¬ლე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგი¬ლე, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები.“.
დ) დებულების (რეგლამენტის) 41-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ბიუროს სხდომებს იწვევს და უძღვება საკრებულოს თავმჯდომარე, აგრეთვე ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან/და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ბიუროს სხდომებს იწვევს და უძღვება საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე.“.
ე) დებულების (რეგლამენტის) 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საკრებულოს თანამდებობის პირები არიან:
ა) საკრებულოს თავმჯდომარე;
ბ) საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
გ) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;
დ) საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეები;
ე) საკრებულოს ფრაქციათა თავმჯდომარეები.“.
ვ) დებულების (რეგლამენტის) 43-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ჟ) საკრებულოს წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის და მოადგილის კანდიდატურას;“.
ზ) დებულების (რეგლამენტის) 43-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. საკრებულოს რიგგარეშე სხდომას იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე მისი მოწვევის მოთხოვნიდან ერთი კვირის ვადაში. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ რიგგარეშე სხდომის ამ ვადაში მოუწვევლობის შემთხვევაში საკრებულო უფლებამოსილია შეიკრიბოს. საკრებულოს წევრთა გაფრთხილებას რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე ინიციატორის წერილობითი მიმართვის საფუძველზე საკრებულოს აპარატის მეშვეობით უზრუნველყოფს საკრებულოს თავმჯდომარე. რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკრებულოს სხდომას ხელმძღვანელობს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს თავმჯდო¬მარის პირველი მოადგილის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მისი გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს დამსწრეთაგან უხუცესი საკრებულოს წევრი.“.
თ) დებულების (რეგლამენტის) 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 47.
1. საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეს თავისი შემადგენლობი¬დან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო.
2. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს. იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს თავმჯდომარის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმათა საჭირო რაოდენობა, მაშინ ხელახლა ტარდება არჩევნები. ეს პროცესი იმავე ან მომდევნო სხდომაზე გრძელდება მანამ, სანამ არ აირჩევა საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან/და მოადგილე. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ.
3. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს მის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნისას, საკრებულოს თავმჯდო¬მარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომისას ან/და გადაყენებისას.
4. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ფუნქციათა განაწილების შესაბამისად კოორდინაციას უწევენ საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობას.
5. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან/და მოადგილის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს თავმჯდომარემ, ბიურომ, საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან/და მოადგილე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.
6. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან/და მოადგილის გადადგომის, თანამდებობიდან გადაყენების ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საკრებულო უახლოეს სხდომაზე ირჩევს საკრებულოს თავმჯდომარის ახალ პირველ მოადგილეს ან/და მოადგილეს დადგენილი წესით.“.
ი) დებულების (რეგლამენტის) 50-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ირჩევს საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეს;“.
კ) დებულების (რეგლამენტის) 58-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. საკრებულოს სხდომაზე განხილული საკითხის (პროექტის) კენჭისყრისას საკითხის (პროექტის) მიღების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა (საკრებულოს წევრთა) მიერ მიცემული ხმების ოდენობას საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით თვლის და საკრებულოს მოახსენებს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან/და მოადგილე. სხდომაზე განხილულ ყველა საკითხთან (პროექტთან) დაკავშირებით ჩატარებული კენჭისყრის შედეგები ფიქსირდება საკრებულოს სხდომის ოქმში.“.
ლ) დებულების (რეგლამენტის) მე-60 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ საკითხის (სამართლებრივი აქტის პროექტის) განხილვა იწყება მომხსენებლის გამოსვლით. ისეთ საკითხზე (პროექტზე), რომლის სა¬კრებულოსათვის განსახილველად წარდგენაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არის მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება, მომხსენებელი განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, რომელიც შეიძლება იყოს თავად საკრებულოს თავმჯდომარე ან უფლებამოსილების მინიჭების (გადანდობის) საფუძველზე საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე, საკრებულოს წევრი, საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსი, მერი, მერის მოადგილე და მერიის სტრუქტურული ერთეულის უფროსი.“.
მ) დებულების (რეგლამენტის) 63-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საკრებულოს სხდომებს წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკრებულოს სხდომას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე.“.
ნ) დებულების (რეგლამენტის) 76-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საკრებულოს აპარატის ფუნქციაა საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის, საკრე¬ბულოს წევრების, კომისიების, ფრაქციების საქმიანობის ორგანიზაციული, იურიდიული, დოკუმენ¬ტური, საინფორმაციო, საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკური მომსახურება.“.
ო) დებულების (რეგლამენტის) მე-80 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. საკრებულოს და საკრებულოს ბიუროს სხდომაზე წესრიგის (რეგლამენტის) დარღვევისათვის შესაბამისი ზემოქმედების ფორმის გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო კომისიის სხდომაზე წესრიგის (რეგლამენტის) დარღვევისათვის ზემოქმედების ფორმის (გარდა 79-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულისა) გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე. ამ რეგლამენტის 79-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზემოქმედების ფორმის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას ღებულობს და მის ოდენობას ამ რეგლამენტით დადგენილ ფარგლებში, ჩადენილი დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო თუ იგი გამოიყენება კომისიის სხდომაზე ჩადენილი დარღვევისათვის - მაშინ საკრებულოს თავმჯდომარე კომისიის თავმჯდომარის წერილობითი წარდგინების საფუძველზე.“.
მუხლი 2.
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე