ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
N: 16
თარიღი: 2018-02-15
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №16
2018 წლის 15 თებერვალი
ქალაქი ბათუმი

 

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :


მუხლი 1.
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №48 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო და თარიღი: www.matsne.gov.ge, 31/12/2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132.016244) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრს, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი მიეცეს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ყოველთვიური ანაზღაურება 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 15 მარტიდან.

 

 


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე                               სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები