ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 12
თარიღი: 2018-02-15
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №12
2018 წლის 15 თებერვალი
ქალაქი ბათუმი

 

ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიებისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე

 


„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების, „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №4-1 დადგენილების, „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1.
1. დამტკიცდეს ქალაქ ბათუმში, მწვანე კონცხის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (საკადასტრო კოდებზე: №05.34.25.033; 05.34.25.036; 05.34.25.034; 05.34.25.038; 05.34.25.697 და 05.34.25.039) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება, თანახმად დანართისა.
2. წინამდებარე დადგენილებით დამტკიცებული გეგმარებითი დავალების საფუძველზე ქალაქ ბათუმში, მწვანე კონცხის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (საკადასტრო კოდებზე: №05.34.25.033; 05.34.25.036; 05.34.25.034; 05.34.25.038; 05.34.25.697 და 05.34.25.039) განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავება და დასამტკიცებლად წარმოდგენა დაევალოს ქალაქ ბათუმში, მწვანე კონცხის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (საკადასტრო კოდებზე: №05.34.25.033; 05.34.25.036; 05.34.25.034; 05.34.25.038; 05.34.25.697 და 05.34.25.039) მესაკუთრეს - სს „აჭარის კურორტებს“.
3. წინამდებარე დადგენილების შესახებ ეცნობოს ქალაქ ბათუმში, მწვანე კონცხის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (საკადასტრო კოდებზე: N05.34.25.033; 05.34.25.036; 05.34.25.034; 05.34.25.038; 05.34.25.697 და 05.34.25.039) მესაკუთრეს - სს „აჭარის კურორტებს“.
4. წინამდებარე დადგენილება საჯაროდ გაცნობის მიზნით, მისი ძალაში შესვლის შემდეგ, საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით გამოქვეყნდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინტერნეტგვერდზე.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე                               სულიკო თებიძე

 

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილი:

დანართი

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები