ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 11
თარიღი: 2018-02-15
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №11
2018 წლის 15 თებერვალი
ქალაქი ბათუმი

 

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 1253 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 19 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 1253 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 19 მარტის №8 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.mats¬ne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 24/03/2015, სა¬რეგისტრაციო კოდი: 020080160.35.132.016254) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პირველი მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) პარკირების ორგანიზების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსებისა და ჩაბარების წესი, თანახმად დანართი №1-სა;
ბ) პარკირების ორგანიზების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი, თანახმად დანართი №2-სა;“.
2. დადგენილების პირველი მუხლის „ა“ქვეპუნქტით დამტკიცებული ა(ა)იპ ,,სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსებისა და ჩაბარების წესის (დანართი №1):
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პარკირების ორგანიზების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსებისა და ჩაბარების წესი.“.
ბ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6.
პარკირების ორგანიზების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენიდან 10 დღის ვადაში ვალდებულია აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (ერთიან საინფორმაციო ბანკს) აღნიშნულის თაობაზე.“.

გ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჩივარი, პარკირების ორგანიზების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ, 3 დღის ვადაში საქმესთან ერთად განსახილველად გადაეგზავნება საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს).“.

3. დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ა(ა)იპ „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის (დანართი №2):
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პარკირების ორგანიზების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი.“.
ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს პარკირების ორგანიზების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი (შემდგომში-სამართალსუბიექტი) მიერ შესადგენი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს.
2. სამართალსუბიექტი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოებას და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე.“.

4. დადგენილების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა“ (დანართი №3) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

5. დადგენილების პირველი მუხლის „ე“ქვეპუნქტით დამტკიცებული „დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის აქტის ფორმა“ (დანართი №5) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე                                                     სულიკო თებიძე

 

 

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილი:

დანართი 3

დანართი 5

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები