ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 9
თარიღი: 2018-02-15
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №9
2018 წლის 15 თებერვალი
ქალაქი ბათუმი

 

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის წესისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 2 ნოემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ ავტო-სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის წესისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 2 ნოემბრის №55 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 10/11/2011, სარეგისტრაციო კოდი: 3101120000.35.132.016082) შეტანილი იქნას შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :“.
ბ) დადგენილების მე-10-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. სპეციალური დაცული სადგომიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყვანის უფლებას აძლევს პარკირების ორგანიზების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი.“.
11. პარკირების ორგანიზების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ ამ დადგენილების მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ პირს სპეციალური დაცული სადგომიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყვანის უფლება ეძლევა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის საფასურის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის საფასურის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ასლი;
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება გაყავს პირს, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობაში არ არის რეგისტრირებული მესაკუთრედ, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობაში მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული მინდობილობა, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს სანოტარო წესით;
ვ) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება გაყავს ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობაში მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს, შესაბამისი დოკუმენტის ასლი;
ზ) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება ირიცხება საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ბალანსზე, სპეციალური დაცული სადგომიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყვანისას შეიძლება წარმოდგენილი იქნას:
ზ.ა) საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ან/და მათი ტერიტორიული ორგანოს (წარმომადგენლობის) მიერ საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის თანამშრომელზე გაცემული მინდობილობა, რომელიც არ საჭიროებს სანოტარო წესით დადასტურებას;
ზ.ბ) სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის, რომელსაც სურს სპეციალური დაცული სადგომიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყვანა საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალების მატერიალურ-ტექნიკურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას.“.

გ) დადგენილების მე-13-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. წინამდებარე დადგენილებით დადგენილი საფასურის ამოღებას ახორციელებს პარკირების ორგანიზების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი. საფასური ირიცხება პარკირების ორგანიზების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ანგარიშზე და წარმოადგენს მის საკუთრებას.
14. დაევალოს პარკირების ორგანიზების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიულ პირს შეიმუშაოს ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანასთან და სპეციალური დაცული სადგომიდან გაყვანასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციული საკითხები.
15. სპეციალური დაცული სადგომები იმყოფება პარკირების ორგანიზების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მართვაში, მასვე ევალება სპეციალური დაცული სადგომების მოვლა-პატრონობა და დადგენილი ნორმატივების შესაბამისად ტექნიკურად აღჭურვა.“.

დ) დადგენილების მე-16 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე                                        სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები