2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
2018 წლის 18 იანვარი, ბრძანება №05/4
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საინვენტარიზაციო დოკუმენტაციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების და სხვა მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის კომისიის შექმნის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 24 ოქტომბრის №05/20 ბრძანების შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარმოდგენილი:
ა) ინვენტარიზაციის შედეგების აქტები: №1, №2 და №3;
ბ) საინვენტარიზაციო აღწერები: №1, №2 და №3;
გ) კომისიის ოქმი №1.
2. დაევალოს საკრებულოს აპარატს (რ. ბოლქვაძე) დანაკლის ქონებასთან დაკავშირებით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.
3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე