ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 5
თარიღი: 2018-01-11
ტიპი: საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები - 05
სფერო: სამართლებრივი აქტები

2018 წლის 11 იანვარი, ბრძანება №05/2

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევის, სხდომაზე განსახილველად სამართლებრივი აქტების
პროექტების წარდგენისა და მომხსენებლების განსაზღვრის შესახებ

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და ქალაქბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
I. საკრებულოს მორიგი სხდომა მოწვეულ იქნეს 2018 წლის 18 იანვარს, დღის 11 საათისათვის.
II. საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის, მორიგ სხდომაზე განხილული და მომხსენებლად განსაზღვრული იქნეს:
1. „სახალხო არტისტის - ენვერ ხაბაძის ბიუსტის განთავსების მიზნით მოსამზადებელი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი
/მომხს: ირაკლი პატარიძე - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/


2. „2018 წლისათვის ინფრასტრუქტურული ღონისძიების განხორციელების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.

/მომხს: არჩილ ვანაძე - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი/

 

3. „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.
/მომხს: მირიან მეტრეველი - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიი არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის მოადგილე, უფროსის მოვალეობის შემსრულებელი/

 

4. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხე-მცენარეების გადაბელვის ან/და ჭრის შედეგად დარჩენილი საშეშე მასალით სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უზრუნველყოფისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.

/მომხს: სოფიო მიქელაძე - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი/

 

5. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის ა(ა)იპ „ბათუმის ავტოდრომის“ ლიკვიდაციაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
/მომხს: ნუკრი დეკანაძე - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის უფროსი/

 

6. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის ა(ა)იპ „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ ლიკვიდაციაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.

/მომხს: ნუკრი დეკანაძე - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის უფროსი/

 

7. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის დაგეგმვისა და რეგულირების წესის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 03 მაისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.

/მომხს: ეგარსლან ლომაძე - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსი/

 

8. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი
/მომხს: ეგარსლან ლომაძე - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსი/

 

9. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.
/მომხს: ეგარსლან ლომაძე - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსი/

 

10. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
/მომხს: ეგარსლან ლომაძე - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსი/

 

III. საკრებულოს სხდომა გაიმართოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საკრებულოს სხდომათა დარბაზში (ქ. ბათუმი, ლ. ასათიანის ქ.№25, მეორე სართული).
IV. საკრებულოს აპარატმა საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით უზრუნველყოს  საკრებულოს წევრთა გაფრთხილება სხდომის გამართვის თაობაზე და წინამდებარე ბრძანების საჯარო
გაცნობისათვის ხელმისაწვდომ ადგილას განთავსება.


V. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე                                      სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები