ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 24
თარიღი: 2018-02-15
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა


„კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის თაობაზე“
შპს „გის და დზ საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტაციის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ მოწონების (შეთანხმების) მიზნით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტის მოსამზადებლად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ




„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე, 35-ე, 37-ე, 38-ე, 39-ე მუხლების, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №181 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის თაობაზე“ შპს „გის და დზ საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტაციის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ მოწონების (შეთანხმების) მიზნით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტის მოსამზადებლად.
2. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს უზრუნველყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და შესაბამისი განკარგულების პროექტის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა.
3. განკარგულების მომზადებისა და გამოცემისას გამოყენებულ იქნეს საჯარო ადმინის-ტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესები.
4. განკარგულების პროექტის თაობაზე მოსაზრებების წარდგენის ვადა განისაზღვროს განკარგულების პროექტისა და ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში.
5. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურმა განკარგულების პროექტის თაობაზე მოსაზრებების წარდგენის ვადის გასვლიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოს განსახილველ საქმეზე ზეპირი სხდომის გამართვა.
6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 116-ე მუხლის შესაბამისად ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ინტერნეტგვერდზე და გაზეთ „აჭარა“-ში გამოქვეყნდეს ცნობა საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ.
7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 117-ე მუხლის შესაბამისად წინამდებარე განკარგულების საჯაროდ გაცნობისათვის წარდგენის მიზნით იგი გამოქვეყნდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ინტერნეტგვერდზე და გაზეთ „აჭარა“-ში.
8. წინამდებარე განკარგულება წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან
დაკავშირებით მიღებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი არ ექვემდებარება ცალკე გასაჩივრებას.
9. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე                         სულიკო თებიძე

 

 

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილი:

დანართი 1

დანართი 2

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები