ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 21
თარიღი: 2018-02-15
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა


„ბათუმის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციასთან
დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №71 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე


„ქალაქ ბათუმში, 266ბ კვარტალში, ლერმონტოვისა და ს. ხიმშიაშვილის ქუჩების მიმდებარედ არსებული 2 333 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მუნიციპალური მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლო-ბისათვის გამოყოფის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 აპრილის №26 განკარგულების, 2015 წლის 08 ოქტომბერს ერთის მხრივ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ასოციაცია ატუ“-სა და მეორეს მხრივ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს მერიას შორის გაფორმებული ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულების გათვალისწინებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, „ბათუმის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №71 განკარგულებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „ბათუმის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №71 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის (რედაქციის) „ა4“ პუნქტი:
„ა4) ბათუმის ბოტანიკურ ბაღის ტერიტორიაზე მცხოვრებ გურამ მამულაძეს (პ.ნ.61006037318) უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცეს ქალაქ ბათუმში, შ.ხიმშიაშვილის ქ.№1-ში მდებარე 125,00 კვ.მ. ფართის ბინა №18 (ბლოკი „ბ“; სართული 6; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.23.04.051.01.5024.1062) და საკუთრებაში გადასაცემი ბინის სარემონტო თანხა 1 კვმ-ზე 250 ლარის ოდენობით, სულ 31 250 (ოცდათერთმეტი ათას ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. დაევალოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას გურამ მამულაძის (პ.ნ. 61006037318) სახელზე გასცეს შესაბამისი საკუთრების უფლების მოწმობა:“.
2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამარ¬თლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.№30) მისი კანონმდებლობით დად¬გენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე                                                                       სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები