ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 17
თარიღი: 2018-02-15
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა

 

ეგრეთ წოდებული „6 მაისის პარკისთვის“
„ბათუმის ცენტრალური პარკის“ სახელის მინიჭების შესახებ

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ეგრეთ წოდებულ „6 მაისის პარკს“ (მიწის ფართობი: 133748.00 კვ.მ.; საკადასტრო კოდი: 05.23.06.004) მიენიჭოს „ბათუმის ცენტრალური პარკის“ სახელი.
2. განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული პარკის მისამართი განისაზღვროს შემდეგი სახით: „ბათუმის ცენტრალური პარკის ტერიტორია“.
3. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს (ლ. კომახიძე) წინამდებარე განკარგულების შესაბამისად საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე                                 სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები