ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 16
თარიღი: 2018-02-15
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა

 

ქალაქ ბათუმში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული რამდენიმე მიწის ნაკვეთისათვის „ივანე ჯავახიშვილის სახელობის სკვერის“ სტატუსის მინიჭების შესახებ

 

საქართველოს ორგანული კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტისა და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების დამატებითი წესებისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 23 თებერვლის №11 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ №05.24.08.015, №05.24.08.014 და №05.24.08.121 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ, ქალაქ ბათუმში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სკვერის სტატუსი.
2. განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს (ლ. კომახიძე), გაატაროს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები სკვერის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
3. წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებებს მიენიჭოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სტატუსი.
4. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე                             სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები