2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა N10 - არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული მუშა და ტექნიკური სპეციალისტების შრომის ანაზღაურების წესის შეთანხმების შესახებ
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შეთანხმებულ იქნას არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული მუშა და ტექნიკური სპეციალისტების შრომის ანაზღაურების „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული-საგან განსხვავებული წესი და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურება განისაზღვროს ყოველდღიური სარგოს მიხედვით.
2. განკარგულება ძალაშია 2018 წლის 1 იანვრიდან.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე