ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 7
თარიღი: 2018-01-18
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა N7 - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხე-მცენარეების გადაბელვის ან/და ჭრის შედეგად დარჩენილი საშეშე მასალით სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უზრუნველყოფისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. განხორციელდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხე-მცენარეების გადაბელვის ან/და ჭრის შედეგად დარჩენილი საშეშე მასალის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ იმ პირებზე გადანაწილება, რომლებიც იმყოფებიან სიღარიბის ზღვარს მიღმა და დარეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში, წინამდებარე განკარგულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
2. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს საშეშე მასალის განაწილება თვის განმავლობაში შემოსუ-ლი განცხადებების შესწავლის საფუძველზე მოახდინოს ამ განმცხადებელთა შორის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც იმყოფებიან სიღარიბის ზვარს მიღმა და დარეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში შედარებით ყველაზე დაბალი სარეიტინგო ქულით.
3. თვის განმავლობაში შემოსული განცხადებების შესწავლის საფუძველზე, საშეშე მერქნის განკარგულების მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირებზე გადანაწილება განხორციელდეს თანაბარწილად, მაგრამ არაუმეტეს 3 კბ.მეტრისა.
4. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის წარდგინებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე საშეშე მასალის გაცემა მოახდინოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის ქონების მართვისა და განკარგვის განყოფილების საწყობმა.
5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხე-მცენარეების გადაბელვის ან/და ჭრის შედეგად დარჩენილი საშეშე მასალით სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უზრუნველყოფისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 სექტემბრის №56 განკარგულება.
6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე                                    სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები