2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა N2 - 2018 წლისათვის ინფრასტრუქტურული ღონისძიების განხორციელების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალი-ტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 მარტის №5 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოწონებული იქნას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი 2018 წლისათვის განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტი - ლადო ასათიანის ქუჩა №27-ში მდებარე მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობა.
2. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის მიზნით, საკრებულოს მიერ მოწონებული პროექტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაზე წარდგენა.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე
იხილეთ მიმაგრებული ფაილი: