ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 6
თარიღი: 2018-01-18
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №6 - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტის, 53-ე მუხლის, საქართველოს კანონის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-19 მუხლის, 34-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1.
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოები და საშტატო ნუსხა, თანახმად დანართისა.

მუხლი 2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის №24 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010320010.35.132.016328, გამოქვეყნების თარიღი: 30/06/2017).

მუხლი 3.
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.

 

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე                                                     სულიკო თებიძე

 

 

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილი: 

დანართი

 

 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები