2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ,,ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის" 2012 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის №327 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის `ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის~ 2012 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკი-ცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის #327 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი თანდართუ-ლი რედაქციით განკარგულებით დამტკიცებული დანართი 1 - პროგრამა - „ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია“, თანხაზე 11 875 500,00 ლარი.
2. განკარგულება ძალაშია „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 17 იანვრის #1 დადგენილების ამოქმედების დღიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე