ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 5
თარიღი: 2018-01-18
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები


დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №5 - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის, „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №667 დადგენილების 1-ლი მუხლის „ა1“ ქვეპუნქტისა და ამავე დადგენილების მე-2 მუხლის, ასევე „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №667 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 2 მარტის №112 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფი განისაზღვროს 0,5 ლარის ოდენობით.

მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 თებერვლიდან. დადგენილების მოქმედების ვადა განისაზღვროს 2020 წლის პირველ აპრილამდე.

 


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე                                                          სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები