2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №3 - „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1.
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №25 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 03/11/2010, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.35.132.016008) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმები - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესები.“.
ბ) დადგენილების მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პარკირების ორგანიზებას ახორციელებს მერია ან მესამე პირი წინამდებარე წესის შესაბამისად.
2. მერიის მიერ პარკირების ორგანიზება გულისხმობს:
ა) პარკირების საერთო და სპეციალური ადგილების განსაზღვრის, პარკირების საერთო ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესების დადგენას (მართებული დგომა, 90-გრადუსიანი დგომა ან/და 45-გრადუსიანი დგომა);
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებზე ავტომანქანების პარკირების მთლიანად ან ნაწილობრივი შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას;
გ) პარკირების სპეციალურ ადგილებზე ცალკეული ავტომანქანის პარკირებისათვის გარკვეული მოთხოვნების შემუშავებას და საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად წარდგენას;
დ) პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის განსაზღვრას და საკრე-ბულოს მიერ დასამტკიცებლად წარდგენას, თუ პარკირების საფასურის ამოღებას ახდენს მერია;
ე) პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის საფასურის განსაზღვრას და საკრე-ბულოს მიერ დასამტკიცებლად წარდგენას;
ვ) პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის დაწესებული საფასურის ამოღებას, თუ აღნიშნულ ადგილებში პარკირების ორგანიზების უფლება გადაცემული არ აქვს მესამე პირს;
ზ) პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე შესაბამისი ხელშეკრუ-ლებების, ასევე მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე შეთანხმებების მომზადებას და აღმასრულებელი ორგანოსადმი ხელმოსაწერად წარდგენას;
თ) კონტროლის განხორციელებას ხელშეკრულების მხარის მიერ სააუქციონო და სახელშეკრულებო პირობების განხორციელებაზე, ამ მიზნით ხელშეკრულების მხარისათვის ხელშეკრულებიდან (ოქმიდან) გამომდინარე გაფრთხილებებისა და სხვა შეტყობინებების გაგზავნას, ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით ხელშეკრულების მხარისათვის დამატებითი ვადების დაწესებას, ხელშეკრულების მხარის მიერ სააუქციონო და სახელშეკრულებო პირობების დარღვევისას პირგასამტეხლოს დაკისრების ან/და დადგენილი წესით მისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას, მუნიციპალიტეტის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საკითხის განხილვას და აღმასრულებელი ორგანოსადმი ხელმოსაწერად შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენას, პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა უფლებებისა და მოვალეობების განხორციელებას;
ი) მოძრაობის უსაფრთხოებისა და სხვა ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე პარკირების საერთო ადგილის მოწყობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას, თუ პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის ხდება საფასურის დაწესება, პარკირების საერთო ადგილების მოწყობის ესკიზური პროექტის შეთანხმებას, პარკირების საერთო ად-გილების შეთანხმებული ესკიზური პროექტის შესაბამისად კეთილმოწყობისათვის ვადების განსაზღვრას;
კ) მოძრაობის უსაფრთხოებისა და სხვა ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური თუ კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე პარკირების სპეციალური ადგილის მოწყობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას, პარკირების სპეციალური ადგილების მოწყობის ესკიზური პროექტის შეთანხმებას, პარკირების სპეციალური ადგილების შეთანხმებული ესკიზური პროექტის შესაბამისად კეთილმოწყობისათვის ვადების განსაზღვრას;
ლ) პარკირების ორგანიზების უფლების სასყიდლიანი ფორმით პირდაპირი განკარგვის წესით განკარგვაზე გადაწყვეტილების მიღებას და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის აღმასრულებელი ორგანოსადმი წარდგენას;
მ) პარკირების ორგანიზების უფლების სასყიდლიანი ფორმით აუქციონის წესით განკარგვაზე გადაწყვეტილების მიღებას, სააუქციონო პირობების შემუშავებას და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის აღმასრულებელი ორგანოსადმი წარდგენას;
ნ) პარკირების ორგანიზების უფლების წინამდებარე წესით გათვალისწინებული პირებისათვის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას, რაც გაიცემა წერილის სახით;
ო) პარკირების ადგილების შესაბამისი საცნობარო და საინფორმაციო ნიშნებით აღჭურვას, პარკირების ადგილებზე სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვის უზრუნველყოფას, თუ არ ხდება პარკირების ორგანიზების უფლების მესამე პირისათვის გადაცემა;
პ) საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე წესით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელებას.“.
გ) დადგენილების 221 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 221. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დასაცავი პირებისა და დაცვის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საჭირო ქმედებების განხორციელების საკითხები
1. პარკირების ორგანიზების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დასაცავი პირებისა და დაცვის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს ავტომანქანების სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ მითითებულ უახლოესი პარკირების ადგილზე გადაყვანას. თუ შეუძლებელია უახლოესი პარკირების ადგილზე გადაყვანა, მაშინ ავტომანქანის გადაყვანა ხორციელდება სპეციალურ დაცულ სადგომზე.
2. ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში ავტომანქანების გადაყვანას პარკირების ორგანიზების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი ახორციელებს უსასყიდლოდ.
3. ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე (მოსარგებლე) თავისუფლდება ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და შენახვის საფასურის გადახდისაგან.
4. ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში ავტომანქანების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისას პარკირების ორგანიზების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს საპატრულო პოლიციას.
5. ამ მუხლით განსაზღვრული რეგულაციები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როცა ადგილი აქვს პარკირების წესების დარღვევას და მოცემული დარღვევისათვის გათვალისწინებულია ავტომანქანის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე