2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №1 - „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის დაგეგმვისა და რეგულირების წესის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 3 მაისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1.
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის დაგეგმვისა და რეგულირების წესის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 3 მაისის №23 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 10/05/2012, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.132.016113) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგ-ზაო მოძრაობის დაგეგმვისა და საგზაო მოძრაობის რეგულირების წესი.“.
ბ) დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საგზაო მოძრაობის დაგეგმვაზე საკრებულოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად გადაეცემა პარკირების ორგანიზების განმახორციელებელ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს.
3. საგზაო მოძრაობის რეგულირებას (გარდა საგზაო მოძრაობის დაგეგმვის დოკუმენტით გათვალისწინებული საგზაო მოძრაობის რეგულირებისა) ახორციელებს პარკირების ორგანიზების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით.“.
მუხლი 2.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე