ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 76
თარიღი: 2017-11-24
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მოუვლელი მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების მოწესრიგების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

 

 

უნდა აღინიშნოს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებობს მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები, რომლებიც მესაკუთრეების მიერ მიტოვებულია, არ არის შემოღობილი, არ ხდება მათი დაგვადასუფთავება და სხვადასხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, რაც ქმნის ანტისანიტარიას, საფრთხეს უქმნის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს და ამახინჯებს ბათუმის, როგორც ტურისტული ქალაქის, იერსახეს. ამასთან, აღნიშნული ობიექტები მოუვლელობისა და უპატრონობის გამო ქცეულია სხვადასხვა ცხოველების, მღრღნელების, ქვეწარმავლების გავრცელების ადგილად, ხოლო იმის გამო, რომ ამ მიწის ნაკვეთებში და შენობა-ნაგებობებში შესაძლებელია მესამე პირების მოხვედრა, აღნიშნული ობიექტები ქცეულია ასევე მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის და სიცოცხლისათვის რისკის შემცველ ადგილებად.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის უზრუნველსაყოფად, ასევე ანტისანიტარიისა და ქალაქის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა შემოუღობავი, ასევე მოუვლელობისა და უპატრონობის გამო მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის და სიცოცხლისათვის რისკის შემცველ ადგილებად ქცეული მიწის ნაკვეთების და შენობა-ნაგებობების მუნიციპალიტეტის ორგანოების/ორგანიზაციების მიერ დაგვა-დასუფთავება და სხვადასხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა შესაბამისმა კერძო სამართლის იურიდიულმა პირებმა უზრუნველყონ ქალაქის ტერიტორიაზე არსებული მიტოვებული, მოუვლელობისა და უპატრონობის გამო მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის და სიცოცხლისათვის რისკის შემცველ ადგილებად ქცეული კერძო საკუთრებაში არსებული (მათ შორის სახელმწიფო/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული) მიწის ნაკვეთების და შენობა-ნაგებობების აღწერა (მესაკუთრის თაობაზე ინფორმაციის მოპოვება, დათვალიერების აქტის შედგენა, დასურათება და სხვა ღონისძიებების განხორციელება).

2. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ შესაბამის კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ მიწის ნაკვეთებზე და შენობა-ნაგებობებზე, რომლებიც მოუვლელობისა და უპატრონობის გამო ქცეულია ანტისანიტარიის, სხვადასხვა ცხოველების (მღრღნელები, ქვეწარმავლები და სხვა) გავრცელების და მოსახლეობის ჯანმრთელო-ბისათვის და სიცოცხლისათვის რისკის შემცველ ადგილებად, განახორციელონ ობიექტების მოწესრიგების თაობაზე ქონების მესაკუთრეების გაფრთხილება (ასეთი შესაძლებლობის შემთხვევაში) და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, ასევე საჭიროების შემთხვევაში ტერიტორიის დაგვა-დასუფთავება, დალაგება, ბალახებისაგან გაწმენდა, მოწესრიგება და სხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს ამ განკარგულების შესრულების მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

 


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები