2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 108-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცეს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 ნოემბრის №1/1-2877 ბრძანებით ესტაკადის მშენებლობის განსახორციელებლად აჭარის ავტონომიური რესპუბ-ლი¬კისათვის გადასაცემად ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის უსასყიდლოდ, დამატებითი ქონების სახით საკუთრებაში გადმოცემული ქვემოთ ჩამოთვლილი უძრავი ქონება:
ა) ქ. ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩა №84-ში მდებარე 15267,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.29.09.001);
ბ) ქ. ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩა №84-ში მდებარე 25115,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე გათავსებული შენობა-ნაგებობა, საერთო ფართით 1393,30 კვ.მ. (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.29.09.002);
გ) ქ. ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული 409,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.29.08.025);
დ) ქ. ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული 5519,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.29.08.027);
ე) ქ. ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე თევზის ბაზრის მიმდებარედ არსებული 6725,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.29.10.010).
2. ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას უზრუნველყოს წინამდება-რე განკარგულების პირველი პუნქტით უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემუ-ლი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია და გადაცემული უძრავი ქონების მიღები-სათვის საჭირო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების გატარება.
3. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლო-ში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, რა დროსაც მხარეს წარმოადგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე