2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
N: 77
თარიღი: 2017-11-29
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლის – როინ ზოიძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 154-ე მუხლისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ცნობილ იქნეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლის – როინ ზოიძის უფლებამოსილება.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე
ბმულები