2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „გენდერული თანასწორობის საბჭოს“ შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის #34 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შეიქმნას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „გენდერული თანასწორობის საბჭო“, შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნატალია ზოიძე (ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) |
- |
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე; |
ბ) თამაზ სალუქვაძე (ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) |
- |
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; |
გ) ირაკლი პატარიძე (ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) |
- |
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე; |
დ) ზურაბ ნაკაიძე (ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) |
- |
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე;
|
ე) დიმიტრი ჭეიშვილი (ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) |
- |
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;
|
ვ) მირდატ ქამადაძე (ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) |
- |
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე;
|
ზ) ნატალია ძიძიგური (ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორები“) |
- |
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე; |
თ) ნერიმან ცინცაძე (ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორები“) |
- |
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი;
|
ი) რაულ თავართქილაძე („მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო“)
|
- |
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი; |
კ) არჩილ მამულაძე („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“) |
- |
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი;
|
ლ) თეა ჯანჯღავა |
- |
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სპეციალისტი, გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი;
|
მ) ნატალია სოსიაშვილი |
- |
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში;
|
ნ) მთვარისა გოგუაძე |
- |
ქალაქ ბათუმის მერიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების კოორდინატორი. |
2. დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „გენდერული თანასწორობის საბჭოს“ დებულება, თანახმად დანართისა.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქბათუმისმუნიციპალიტეტის
საკრებულოსთავმჯდომარე სულიკოთებიძე
დანართი
დ ა მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ი ა
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისსაკრებულოსგანკარგულება
2017წლის 26 დეკემბერი,№80
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
გენდერული თანასწორობის საბჭო
I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1.
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონისა და ქალაქ ბათუმის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად ქმნის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს (შემდგომში „საბჭო“).
2. „საბჭო“ თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით „გენდერული თანასწორობის შესახებ“, „ქალაქ ბათუმის საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით)“, სხვა ნორმატული აქტებით, ამ დებულებით და საკრებულოს თავმჯდომარის სხვა აქტებით.
3. „საბჭოს“ საქმიანობის ვადად განისაზღვრება მოქმედი საკრებულოს უფლებამოსილების ვადა.
4. „საბჭოს“ ფუნქციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ დებულებით.
II. „საბჭოს“ ძირითადი ამოცანები
მუხლი 2.
1. „საბჭოს“ ძირითადი მიზნები და ამოცანები.
მიზნები:
ა) გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში გენდერული ანალიზის დანერგვა;
გ) ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
დ) საბჭოსა და მერიის ურთიერთთანამშრომლობა;
ე) გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ვ) ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის გაზრდა, პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა;
ამოცანები:
ა) შეიმუშაოს და ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს „საბჭოს“ სამოქმედო გეგმა და უზრუნველყოს ამ გეგმის შესრულება/მონიტორინგი;
ბ) საბჭომ განახორციელოს მუნიციპალური პროგრამების ანალიზი და შეიმუშაოს წინადადებები გენდერულად მგრძნობიარე საკითხების წარმოსაჩენად ან არსებული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად (ასეთის შემთხვევაში);
გ) განიხილოს გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებები, დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები;
დ) მერიის გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელ საჯარო პირთან (მერის მრჩეველთან) თანამშრომლობის გაძლიერება;
ე) გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ წამოწეული საკითხების შესწავლა/ადვოკატირება;
ვ) საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრების უზრუნველყოფა;
ზ) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსი-ლებები.
2. „საბჭო“
ა) იქმნება საკრებულოს წევრების უფლებამოსილების აღიარებიდან ორი თვის ვადაში და უქმდება უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე;
ბ) უფლებამოსილია საკრებულოს თავჯდომარის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე წარადგინოს საკრებულო გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრებში;
გ) წელიწადში ერთხელ საკრებულოს წარუდგენს ანგარიშს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ.
III. „საბჭოს“ სტრუქტურა
მუხლი 3.
1. „საბჭოს“ თავმჯდომარეს საბჭოს შემადგენლობასთან ერთად ამტკიცებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო, განკარგულებით.
2. „საბჭოს“ მუშაობას ხელმძღვანელობს „საბჭოს“ თავმჯდომარე;
3. „საბჭოს“ თავმჯდომარის მოწვევით „საბჭოს“ მუშაობაში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელმა პირებმა.
მუხლი 4.
1. „საბჭოს“ სხდომას იწვევს „საბჭოს“ თავმჯდომარე, საჭიროების შემთხვევაში „საბჭოს“ თავმჯდომარის მოადგილე ან/და საბჭოს სრული შემადგენლობის 1/3.
2. „საბჭოს“ სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს „საბჭოს“ თავმჯდომარე.
3. „საბჭოს“ სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ როგორც „საბჭოს“ თავმჯდომარეს, ასევე „საბჭოს“ წევრებს.
4. „საბჭო“ ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საკრებულოსათვის წარსადგენად.
5. „საბჭო“ უფლებამოსილია, თუ მას ესწრება „საბჭოს“ წევრთა ნახევარზე მეტი.
6. „საბჭოს“ სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება „საბჭოს“ დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია „საბჭოს“ თავმჯდომარის ხმა.
მუხლი 5.
„საბჭოს“ მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საკრებულოს აპარატი.