2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №6
2017 წლის 24 მარტი
ქალაქი ბათუმი
საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის დროებითი სარგებლობის წესი
საქართველს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 84-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1.
1. დამტკიცდეს საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის დროებითი სარგებლობის წესი, თანდართული რედაქციით.
მუხლი 2.
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოებისას საზოგადოებრივი ადგილების სარგებლობის შეზღუდვის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 19 ივლისის №10-5 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: გაზეთი „აჭარა“ №108; გამოქვეყნების თარიღი: 26 ივლისი, 2007 წ. სარეგისტრაციო კოდი: 01025005035132001342).
2. გაუქმდეს „თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოებისას საზოგადოებრივი ადგილების სარგებლობის შეზღუდვის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 19 ივლისის №10-5 დადგენილების ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგები.
მუხლი 3.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე