2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის №322 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის №322 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) განკარგულების პირველ პუნქტს დაემატოს „გ“ ქვეპუნქტი (დანართი 3) და ჩამოყალიბდეს შემდეგ რედაქციით:
„1. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამები, თანახმად დანართი 1, 2 და 3-სა. მათ შორის:
ა) პროგრამა „ბათუმი - შესაძლებლობებისა და დინამიური განვითარების ქალაქი“, თანხაზე - 50 000 ლარი (დანართი 1);
ბ) პროგრამა „მუნიციპალური საწარმოების განვითარება“, თანხაზე - 3 000 000 ლარი (დანართი 2);
გ) პროგრამა „კომუნალური გადასახადების ერთიანი ადმინისტრირება“, თანხაზე 475 000 ლარი (დანართი 3).
2. განკარგულება ძალაშია „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის № 61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 17 იანვრის №1 დადგენილების ამოქმედების დღიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე