ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 58
თარიღი: 2011-12-14
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №58
2011 წლის 14 დეკემბერი
ქალაქი ბათუმი




„ქალაქ  ბათუმის თვითმმართველობის ორგანოების, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ ”თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბერის №22 დადგენილებაში ცვლილების  შეტანის თაობაზე



„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ორგანოების, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბერის №22 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული „თვითმ-მართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს და მერიის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულების (დანართის 1) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. წინამდებარე დებულება არ აწესრიგებს სამეურნეო მასალების, საკანცელარიო ნივთების, კვების პროდუქტების, მედიკამენტების და შესახვევი საშუალებების, სათბობი და საწვავი მასალების,  ფულადი დოკუმენტების ინვენტარიზაციისა და ჩამოწერის წესს.“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.





საკრებულოს  თავმჯდომარე                                                 გიორგი  კირთაძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები