2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №4
2017 წლის 27 თებერვალი
ქალაქი ბათუმი
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1.
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №28 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო და თარიღი: www.matsne.gov.ge, 05/09/2014წ; სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132.016224) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) ყოველთვიურად აწარმოებს ქალაქ ბათუმში რეგისტრირებული ვეტერანების აღრიცხვიანობას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე;“.
ბ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე