2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №3
2017 წლის 27 თებერვალი
ქალაქი ბათუმი
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე იმ შენობა-ნაგებობების სახეობების ჩამონათვალისა და ტერიტორიული ზონების განსაზღვრის შესახებ, სადაც აკრძალულია ან/და შესაძლებელია ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 20 მაისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაბაზე“ ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 დეკემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1.
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე იმ შენობა-ნაგებობების სახეობების ჩამონათვალისა და ტერიტორიული ზონების განსაზღვრის შესახებ, სადაც აკრძალულია ან/და შესაძლებელია ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 20 მაისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 დეკემბრის №18 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო და თარიღი: www.matsne.gov.ge, 05/12/2016წ; სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 370060000.35.132.016301) შევიდეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1.
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე იმ შენობა-ნაგებობების სახეობების ჩამონათვალისა და ტერიტორიული ზონების განსაზღვრის შესახებ, სადაც აკრძალულია ან/და შესაძლებელია ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 20 მაისის №22 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო და თარიღი: www.matsne.gov.ge, 30/05/2011წ; სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 370060000.35.132.016049) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე იმ შენობა-ნაგებობების სახეობების ჩამონათვალისა და ტერიტორიული ზონების განსაზღვრის შესახებ, სადაც აკრძალულია ან/და შესაძლებელია აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა.“.
ბ) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ტერიტორიული ზონები, სადაც შესაძლებელია აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა
თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა დასაშვებია ჯავახიშვილის, პუშკინის, სულაბერიძისა და ბაგრატიონის ქუჩებს შორის არსებულ ტერიტორიულ ზონაში და აღნიშნული ქუჩების ორივე მხარეს მდებარე ნებისმიერ შენობა-ნაგებობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით რომელიმე შენობა-ნაგებობაში აკრძალული არ არის აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა.“.
გ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა
გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ ტერიტორიულ ზონაში მდებარე შენობა-ნაგებობების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა დასაშვებია თვითმმართველ ქ. ბათუმის მთელ ტერიტორიაზე მდებარე იმ შენობა-ნაგებობებში, სადაც ფუნქციონირებს არანაკლებ 20-ნომრიანი სასტუმრო (რომელსაც აქვს არანაკლებ 20 მოქმედი, ექსპლუატაციაში გაშვებული ნომერი) და/ან ფუნქციონირებს სამორინე.“.
დ) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, სადაც აკრძალულია სათამაშო აპარატების სალონის, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს ან/და ბინგოს მოწყობა
აკრძალულია სათამაშო აპარატების სალონის, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს ან/და ბინგოს მოწყობა შენობა-ნაგებობებში, თუ ისინი არ მდებარეობენ წინამდებარე დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ ტერიტორიულ ზონაში ან წინამდებარე დადგენილების მეორე მუხლით გათვალისწინებულ შენობა-ნაგებობებში, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შენობა-ნაგებობებში.“.
ე) დადგენილების მე-31 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 31. თამაშობები, რომლებზეც არ ვრცელდება წინამდებარე დადგენილება
წინამდებარე დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება ბილეთების გაყიდვა/გავრცელებაზე და მისი რეგულირება ხდება საქართველოს კანონმდებლობით.“.
ვ) დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები გავრცელდეს 2013 წლის 1 იანვრიდან იმ პირების მიმართ, რომლებსაც სათამაშო აპარატების სალონი, ტოტალიზატორი, ლოტო ან/და ბინგო მოწყობილი აქვთ ქ.ბათუმში, ალექსანდრე პუშკინისა და პეტრე ბაგრატიონის ქუჩებს შორის არსებულ ტერიტორიულ ზონაში ან ქალაქ ბათუმის მთელ ტერიტორიაზე მდებარე არანაკლებ 20-ნომრიან სასტუმროებში.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე